“მსგავსი ისტორია აქვს საქართველოს უმეტეს ოჯახს და მათ რომ ეტყვი, 9 აპრილს ხალხი ჭყლეტვაში გაიგუდაო, არ უნდა გაგიკვირდეს პასუხი”

0

აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ლაშა თორდია 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით ფოტოგრაფ იური მეჩითოვის განცხადებას ეხმაურება მომხდარის დეტალებს იხსენებს.
“9 წლის ვიყავი, მაგრამ ნათლად მახსოვს, როგორ იწვა ბიძაჩემი მისაღებ ოთახში თავგადახსნილი, ერთმორწმუნებიის მიერ ნიჩაბ ჩარტყმული, როგორ ტიროდა ყველა და თან უხაროდათ რომ ცოცხალი იყო! ბაბუაჩემი, რუსთაველზე თავისი შვილის ძებნაში, გაშვებული მხუთავი გაზისგან მოწამლული, რამოდენიმე კვირაში საავადმყოფოში გარდაიცვალა!
სკოლაში მივედი, იმ ავბედით ღამეს, ჩემი ორი სკოლელი მე-11 კლასის მოსწავლეები – ნათია ბაშალეიშვილი და თამარ ჭოველიძე მოკლული დამხვდა. მსგავსი ისტორია, თუ არა უარესი აქვს საქართველოს უმეტეს ოჯახს და მათ რომ ეტყვი 9 აპრილს ხალხი ჭყლეტვაში გაიგუდაო არ უნდა გაგიკვირდეს პასუხი, რომელსაც მიიღებ,-წერს სოციალურ ქსელში თორდია.
შეგახსენებთ, რომ ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა ტელეკომპანია “ალ-ჯაზირასთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 9 აპრილის ღამეს ახალგაზრდები შოუს საყურებლად მივიდა, რომ ხალხი ჭყლეტვაში ასფიქსიით დაიღუპა და რუსებს ნიჩბები არ გამოუყენებიათ.

კომენტარები

კომენტარი