დიმიტრი მედვედევი: დასავლეთი უკრაინის შიდა საქმეებში არ უნდა ჩაერიოს
რუსეთის პრემიერ – მინისტრმა ტელეკომპანია “ბლუმბერგისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს არ შეუძლია და არ აპირებს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარანტიები გასცეს.
“ჩვენ არასდროს აგვიღია საკუთარ თავზე ვალდებულება ამ თემასთან დაკავშირებით. მაგრამ გამოვდივართ იქიდან, რომ მთავარი ახლა უკრაინის ტერიტორიაზე ვითარების დარეგულირებაა და არა – ვინმესთვის რაიმე გარანტიების მიცემა”, -განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ვინმემ რაიმე გარანტიები უნდა გასცეს, ეს დასავლეთია, და ის არ უნდა ჩაერიოს უკრაინის შიდა საქმეებში. მისივე თქმით, დასავლეთმა რუსეთს უნდა მისცეს გარანტია, რომ არ ჩაითრევს უკრაინას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, რომ უკრაინაში მცხოვრებ ადამიანებს რუსულ ენაზე საუბრის შესაძლებლობა არ წაერთმევათ.