ჟინვალის წყალსაცავში სატვირთო და მძღოლი გადავარდა-სამძებრო სამუშაოები სარისკო პირობებში მიმდინარეობს

ჟინვალის წყალსაცავში სატვირთო ავტომობილი და მძღოლი გადავარდა. როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რთული პირობების მიუხედავად, სამაშველო სამსახურის მაშველები და მყვინთავები სამძებრო სამუშაოებს ამ დრომდე აწარმოებენ.
შემთხვევა დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა.
“რისკის შემხველი ადგილის მიუხედავად, ჩვენი ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და ყველაფერს აკეთებენ, რადგან სატვირთოსა და მძღოლის პოვნა მოხერხდეს. როგორც მეუბნებიან, წყალსაცავის ქვეშ გადის უამრავი გაყვანილობა და მაშველებს და მყვინთავებს შესაძლოა საფრთხე შეექმნათ. ჩვენი სამსახური თავს არ ზოგავს და ამ პირობების მიუხედავად ვაგრძწლწბთ სამძებრო სამუშაოებს”,-განუცხადეს “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები