რუსეთისა და ვენესუელას ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ნიკოლას მადუროს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთსა და ვენესუელას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდამ 2024 წელს 64% შეადგინა, რაც კარგი მაჩვენებელია.
მადურომ რუსეთსა და ვენესუელას შორის მეგობრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მეგობრობამ დროს გაუძლო და ქვეყნებმა ურთიერთობის მაღალ დონეზე აყვანა შეძლეს.
ვლადიმერ პუტინმა ვენესუელელ კოლეგას მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების წლისთავის აღსანიშნავად მოსკოვში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.