ლაშა ტალახაძე: შეურაცხყოფა, ძალადობა, ქვეყნის სიყვარულში უსაფუძვლოდ ეჭვის შეტანა, მიუღებელი და დამამცირებელია

მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ გულშემატკივრებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, შეურაცხყოფა, ძალადობა, ქვეყნის სიყვარულში უსაფუძვლოდ ეჭვის შეტანა მიუღებელი და დამამცირებელია.
​მისივე თქმით, თითოეული მისი გამარჯვება ქართველ გულშემატკივარს და საქართველოს ეძღვნება. ​
“ჩემო ძვირფასო და ერთგულო გულშემატკივარო, მადლობა თანადგომისთვის, ჩემი წარმატებისა და სიხარულის გაზიარებისთვის.
თქვენი ყოველი კეთილი სიტყვა მე მაძლიერებს და ვგრძნობ მეტ პასუხისმგებლობას ჩემი საქართველოს წინაშე.
სიტყვას დიდი ძალა აქვს. მე ჩემს თავზე გამოვცადე კარგიც და მძიმედ მოსასმენი შეფასებები.
სპორტში მეტოქის პატივისცემა მნიშვნელოვანია, ჩაგვრა მიუღებელია და ეს პრინციპებია, რითაც მე ვცხოვრობ.
შეურაცხყოფა, ძალადობა, ქვეყნის სიყვარულში უსაფუძვლოდ ეჭვის შეტანა მიუღებელი და დამამცირებელია.
მე ყოველთვის ვიდგები სიკეთის და სიყვარულის მხარეს.
თქვენი სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის.
ჩემი ყოველი გამარჯვება გეძღვნებათ თქვენ და ჩემს საქართველოს”, – წერს ლაშა ტალახაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები