ალექსანდრე ჭიკაიძე გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარ ნევანეთემ პილაის შეხვდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა შეაფასეს და შსს-ს მიერ ამ სფეროში განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს პოლიციის რეფორმა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები. გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში იმართება შეხვედრები, როგორც სამთავრობო სექტორის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.