საქართველოს საგარეო უწყების ორგანიზებით, ლუგარის სახელობის კვლევით ცენტრში ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი, „ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ” კონვენციასთან შესაბამისობის საკითხებზე ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრას მასპინძლობს.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები.
საქართველო როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ დონეზე საერთაშორისო ინსტრუმენტების მოთხოვნათა შესრულების გზით ხელს უწყობს გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის განმტკიცებას.
საქართველო შეიარაღების კონტროლისა და განიარაღების სფეროში ყველა იმ ძირითადი ხელშეკრულებისა და რეჟიმის მონაწილეა, რომლებსაც არსებითი წვლილი შეაქვთ რეგიონში ბიოუსაფრთხოების გაუმჯობესების მიმართულებით.
ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრის ორგანიზებით, საქართველო ადასტურებს, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი წარმოადგენს ღია დაწესებულებას, რომელიც სრულ შესაბამისობაშია „ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ” კონვენციის მოთხოვნებთან და პასუხობს ბიოუსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები