გრიგოლ ვაშაძე: საქართველოში ვერ იპოვით ვერცერთ ადამიანს, რომელსაც არ უყვარს რუსეთი

უკრაინულ გამოცემა „glavred.info“-ს 2009 წლის 10 მარტს „სუამი“-ს ქვეყნების სხდომაზე, კიევში მყოფმა, იმჟამინდელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ინტერვიუ მისცა, სადაც მან როგორც “სუამ”-ის ქვეყნების პოზიციებზე, ასევე რუსეთ-საქართველოს „აგვისტოს ომსა“ და მიმდინარე დაძაბულ ურთიერთობებზე ისაუბრა.
მან ინტერვიუში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ძალიან უყვარს რუსეთი, ისევე როგორც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.
აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება მან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გააკეთა.
„მოსკოვშიც, სხვათა შორის, ძალიან სწორად აღიქვეს, რომ ჩვენ არ გვაქვს ალერგია არც რუსეთზე და არც რუს ხალხზე. საქართველოში ვერ იპოვით ვერცერთ ადამიანს, რომელსაც არ უყვარს რუსეთი. რუსეთს აქვს გიგანტური პოლიტიკური კაპიტალი – 4,5 მილიონი ადამიანი, რომელთაც თავისუფლად შეუძლიათ მათ ენაზე საუბარი.“
ამასთან, გრიგოლ ვაშაძემ უკრაინელ ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნა, რომ უკეთესი იქნებოდა რუსეთს ეს კაპიტალი გამოეყენებინა, ვიდრე ჩვენს ტერიტორიაზე ტანკები და ოკუპაციური რეჟიმი შემოეყვანა.
ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ამჟამინდელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა აქვე დაამატა, რომ არასოდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და მით უმეტეს საქართველოს პრეზიდენტი არ უკუაგდებს რუსეთის მიერ გამოწვდილ ხელს, თუმცა მხოლოდ ერთი პირობით – ჩვენ ისევე მოგვეცემა საშუალება დავტკბეთ ტერიტორიული მთლიანობით, დამოუკიდებლობით და სუვერენიტეტით, როგორც ეს რუსეთის სხვა პარტნიორებს შეუძლიათ, მაგალითად, ლუქსემბურგს.
ამავე ინტერვიუში ვაშაძე იხსენებს, 2008 წლის 4 აგვისტოს როგორ ჩაჯდა მანქანაში, თან თავისი რუსული პასპორტიც მოიმარჯვა და დაცვის გარეშე ჩავიდა იქ, რასაც მოსკოვში სამხრეთ ოსეთს უწოდებენ. ვაშაძემ სწორედ მაშინ ნახა სოფელი ნული, რომელიც ამჟამად ნანგრევებადაა ქცეული.
https://glavred.info/politics/316-grigol-vashadze-u-gruzii-net-allergii-na-rossiyu.html

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები