ზესტაფონში მამაკაცი მოკლეს

ზესტაფონში, აღმაშენებლის გამზირზე მამაკაცი მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი, რა დროსაც მკვლელობა მოხდა ავტოსადგომზე ე.წ. სტაიანშიკებს შორის განაწილებასთან დაკავშირებით მომხდარი შელაპარაკება გახდა.
რის შედეგადაც, ერთ-ერთმა პირმა მამაკაცს თავში რკინის საგანი ჩაარტყა. დარტყმის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, დანაშაულში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები