მარიამ ჯაში: ინკლუზიური განათლების კომპონენტის დაფინანსება 5 მილიონიდან 17 მილიონ ლარამდე გაიზარდა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმნიშვნელოვანეს სიახლედ ინკლუზიური განათლების კომპონენტის დაფინანსების ზრდა 5-მილიონიდან 17 მილიონ ლარამდე დაასახელა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ წლების მანძილზე გამოსასწორებელი პრობლემა გადაჭრილია.
„ეს გახლავთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებთან თანამშრომლობისა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგი.
​კანონში წელს მიღებული ცვლილებებით, სპეცპედაგოგები ხდებიან მასწავლებლის სქემის ნაწილი და მათი შრომის ანაზღაურების გასაუმჯობესებლად ფინანსური გარანტიებიც უკვე გათვალისწინებულია 2019 წლის ბიუჯეტში”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მისი მოსაზრებით, ინფრასტრუქტურულ ნაწილში დამატებითი ფინანსური სახსრების მობილიზებაა საჭირო ინკლუზიური თეატრების, დასების მდგრადობისათვის. ჯაშის თქმით, საქართველოს უკვე აქვს კონკრეტული გამოცდილება, უნიკალური პროექტები, რომელიც შეიძლება გახდეს ინკლუზიური თეატრის ბრწყინვალე მაგალითები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები