მასწავლებლები პროფესიულ განვითარებას ონლაინკურსების საშუალებით 2019 წლიდან შეძლებენ

მასწავლებლები პროფესიულ განვითარებას ონლაინკურსების საშუალებით 2019 წლიდან შეძლებენ. ონლაინკურსები მოიცავს როგორც ზოგადპროფესიულ, ასევე, საგნობრივ მოდულებს. ამჟამად მიმდინარეობს ბიოლოგიის, ფიზიკისა და ქიმიის მოდულების პილოტირება.
ონლაინკურსების საშუალებით – პედაგოგებს მიეცემათ შესაძლებლობა, მათთვის სასურველ დროს და ადგილას, ონლაინრეჟიმში გაიარონ ტრენინგი. ონლიანტრენინგი მასწავლებლებს პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებასთან ერთად, ტექნოლოგიების გამოყენების უნარის განვითარებაშიც დაეხმარებათ.
ტრენინგების დისტანციური ონლაინკურსები მზადდება „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ მიერ შემუშავებული ტრენინგმოდულების ბაზაზე, თუმცა ფორმატიდან გამომდინარე უფრო მეტ ინოვაციურ, აქტიურ და თანამედროვე ინსტრუმენტებს აერთიანებს, რაც ეფექტიანი და ხელმისაწვდომი პროფესიული განვითარების მოდელის შექმნას შეუწყობს ხელს.
კურსების შემუშავება დასრულდება 2019 წლის აპრილში და ხელმისაწვდომი გახდება ყველა დაინტერესებული მასწავლებლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
ონლაინკურსები „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში იქმნება, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. პირისპირ კურსების ონლიანფორმატში კონვერტირებას გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემია უზრუნველყოფს.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები