რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები თანამედროვე ტექნოლოგიებში გადამზადდებიან

რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები თანამედროვე ტექნოლოგიებში გადამზადდებიან, – ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები თანამედროვე ტექნოლოგიებში გადამზადდებიან, რაც მათ ამ მიმართულებით განათლების დონის ამაღლებასა და ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების შესწავლაში დაეხმარება.
ახალი პროგრამები 24 ნოემბრიდან დაიწყება და სამინისტრო მას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად პროგრამის – ,,გადამზადება IT მიმართულებით’’ ფარგლებში განახორციელებს.
ახალ პროგრამასთან დაკავშირებით გამართულ პრეზენტაციაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალგაზრდებისთვის გადამზადების კურსები სრულიად უფასოა და ის ერთდროულად ჭოპორტში, ბაღდათში, ხარაგაულში, ზუგდიდში, ახმეტაში, თბილისში, კასპში, გორში, თელავსა და რუხში, 10 ცენტრში ერთდროულად განხორცილდება.
მინისტრის თქმით, პროექტის მიზანია როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით განათლების დონის ამაღლება, ასევე ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების შესწავლის ხელშეწყობა. შესაბამისად, გადამზადების დასრულების შემდეგ მონაწილეები კონკრეტული მიმართულებით დასაქმებასა და სხვადასხვა პროექტების შესრულებას შეძლებენ.
ხაზგასასმელია, რომ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები იმ ცოდნას დაეუფლებიან, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, ვებგვერდის ფუნქციონირების პრინციპებში გაერკვნენ, თავად ააწყონ სტატიკური ვებგვერდი ან საჭიროების შემთხვევაში ცვლილებები შეიტანონ არსებული ვებგვერდის პროგრამულ კოდში. დაგეგმონ და მენეჯმენტი გაუწიონ ვებგვერდის შექმნასთან დაკავშირებულ სამუშაოებს.
მსურველთა რეგისტრაცია 14 ნოემბრიდან დაიწყება. კურსი კი მოიცავს როგორც თეორიულ მასალას, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს”, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები