ვაზისუბანში მშობელმა სკოლის დირექტორს უკბინა-დაწყებულია გამოძიება

0

თბილისში, ვაზისუბნის ერთ-ერთ სკოლაში მშობელმა დირექტორი დაკბინა. არსებული ინფორმაციით, დირექტორსა და მშობელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა – მშობელმა დირექტორს ხელზე უკბინა.
როგორც ცნობილი გახდა, მშობელი სკოლაში შვილის გამო იყო დაბარებული.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, დანიშნულია ექსპერტიზაც.

კომენტარები

კომენტარი