არქიმანდრიტი ბართლომე: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ახალგაზრდა თაობის წინაშე დამნაშავეები არიან

ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არიან დამნაშავეები კაცობრიობის წინაშე, ახალგაზრდა თაობის წინაშე. მათ გაწირეს თაობის გარკვეული ნაწილი, – ამის შესახებ ფერისცვალების მამათა მონასტრის წინამძღვრმა, არქიმანდრიტმა ბართლომემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრეკსლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
არქიმანდრიტი მარიხუანას მოხმარების ლეგალიზების საკითხს გამოეხმაურა.
„რაც შეხება ნარკომანიას, მასთან ირიბი თუ პირდაპირი შეხება მქონდა იმ კუთხით, რომ ჩვენს მონასტერში წლების მანძილზე არსებობდა სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ჩვენ ვიღებდით წამალდამოკიდებულ ადამიანებს. ვთავზობდით რეაბილიტაციას, ფსიქოლოგის ჩართულობას , ჩვენს დახმარებას. მაშინაც მოდიოდნენ მარიხუანას მწეველები , სავალალო მდგომარეობა ჰქონდათ. კი ამბობენ, რომ მარიხუანა ადამიანს არ ვნებს , მაგრამ ერთ ადამიანსაც თუ ვნებს და ის, შეიძლება შიზოფრენიამდე მიიყვანოს, ასეთი ბვრია. დღევანდელ დღეს უბედურება ის არის, რომ ძალიან დიდი ნაწილი ეწევა უკვე, რადგან თავისუფლება გამოცხადდა ამ კუთხით.
ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არიან დამნაშავეები კაცობრიობის წინაშე, ახალგაზრდა თაობის წინაშე. მათ გაწირეს თაობის გარკვეული ნაწილი. ბევრი ადამიანი მოდის დღესაც, კვირაში 3-4 ადამიანი მოდის, რომელიც არის მწეველი, აქედან ახალგაზრდები, რომლებსაც მხოლოდ ფსიქიტრისკენ ვაძლევთ მიმართულებას. ეს არის სავალალო.
ვფიქრობ, რომ იყო შეცდომა ამ აზრზე ვარ . ვისაც არ უნდა მსოწონდეს კულტივაციაც. ჩვენი საზოგადოება თუნდაც იმ კულტივაციისთვის, რომლიც მედიცინაში უნდა გამოიყენებოდეს, არ არის მზად. გარკვეული პერიოდი ვერც მოემზადება“- განაცხადა არქიმანდრიტმა.
საქართველოში მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა. მოხმარებაზე სანქციები გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეთა კოლეგიამ „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძისა და ამავე პარტიის წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელი განიხილა, რომელიც მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას გულისხმობდა. „მარიხუანის მოხმარება, წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას”, – წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. მარიხუანას მოხმარება აკრძალული იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის 45-ე მუხლის ჩანაწერით, რომლითაც ამ ნივთიერების “ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება” სამართალდარღვევას წარმოადგენდა. მისთვის სანქცია 500 ლარს შეადგენდა. მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაცია არ ნიშნავს ამ პროდუქტის სრულ ლეგალიზებას. ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში კვლავ რჩება ჩანაწერები, რომელიც სანქციებს ითვალისწინებს.
საქართველოს პარლამენტი ნარკოპოლიტიკის თემაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეზღუდვას აპირებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ 2 ნოემბერს საპატრიარქოში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, კანაფის კულტივაციის კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანოდან გამოიწვევენ, ხოლო ზოგადად ნარკოპოლიტიკის თემას “ჩარჩოებში მოაქცევენ”.
შსს-მ მოამზადა რეგულაციები, რომელიც მარიხუანას მოხმარების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას გულისხმობს. მარიხუანის მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე იკრძალება; მარიხუანის მოხმარება 21 წლამდე პირებს აეკრძალებათ, ხოლო მათი დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე სისხლის სამართლის დანაშაული იქნება; მარიხუანის მოხმარება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აკრძალული იქნება როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ისე კერძო სექტორში მომუშავე პირებისთვის.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები