„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა“ და „ბილაინს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სსიპ „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა“ (სტუ) და მობილურ ოპერატორს „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი) შორის, სტუდენტების სტაჟირების, დასაქმებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის თაობაზე, ურთიერთთანამშრომლობის მემორამდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი სტუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა და „ვიონი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა, ანჯეი მალინოვსკიმ მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია სტუ-ს სტუდენტების დახმარება პროფესიული უნარების განვითარებაში, მათი დასაქმების ხელშეწყობა და კომპანიისთვის მომავალი საკადრო რეზერვის შექმნა.
თანამშრომლობის ფარგლებში შესაძლებელია ერთობლივი ღონისძიებების, შეხვედრებისა და ტრენინგების მოწყობა, ისევე როგორც სემესტრალური პრაქტიკისა და სტაჟირების ორგანიზება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები