ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჯაბა ლაბაძეს და მის მოსწავლეებს უმასპინძლა

2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულის წევრს, ჯაბა ლაბაძეს და მის მოსწავლეებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
სურამის მეორე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა თსუ-ს ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტებს ვიკიპედიისა და ვიკიტექნოლოგიების გამოყენებაზე სემინარი ჩაუტარა. ჯაბა ლაბაძე 2008 წლიდან დარეგისტრირებულია ქართულენოვან ვიკიპედიაში და დაწერილი აქვს 12,300 ენციკლოპედიური სტატია. მან ხაშურისა და სურამის ორ ბიბლიოთეკაში დააარსა ვიკი-კლუბი, ის ხვდება სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს და ასწავლის ვიკი-ტექნოლოგიებსა და ვიკიპედიაში სტატიების განთავსებას. მისი პედაგოგიური პრაქტიკის მთავარი მახასიათებელია სიახლის ძიება და სწავლების პროცესში ინოვაციური მიდგომების გამოყენება.
თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ სურამის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს მეოცე საუკუნის დასაწყისში უნივერსიტეტის დაარსების მნიშვნელობაზე, იმ დროს არსებულ სირთულეებსა და დაარსებასთან დაკავშირებულ საინტერესო დეტალებზე ესაუბრა; გააცნო უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამები, სწავლასა და კვლევისათვის საჭირო მატერიალური შესაძლებლობები. ასევე, დათვალიერებინა უნივერსიტეტის მუზეუმი და ბიბლიოთეკა.
სემინარის დასასრულს სურამის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლებმა საჩუქრად უნივერსიტეტის გამოცემული წიგნები მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები