არჩევნების მეორე ტურის თარიღი სავარაუდოდ დღეს დაინიშნება

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია დღევანდელ სხდომაზე 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს შეაჯამებს. როგორც დღის წესრიგიდან ირკვევა, კომისია ცხრა საკითხზე გეგმავს მსჯელობას. პირველი საკითხი საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამებაა.
მეორე საკითხად შეტანილია განკარგულების პროექტი საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ.
ცესკოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღის დანიშვნის ბოლო ვადა 19 ნოემბერს აქვს.
სხდომა 13:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები