ოქტომბერში მესტიის აეროპორტში მგზავრთნაკადი 99%-ით გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ოქტომბერში მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი 832 მგზავრს მოემსახურა. რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 99%-ით მეტია (2017 წელი – 419 მგზავრი). აღსანიშნავია, რომ მგზავრების უმეტესობა საერთაშორისო ვიზიტორები იყვნენ.
ჯამში, ოქტომბერში ადგილობრივი აეროპორტები 991 მგზავრს მოემსახურა, რაც 91%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წელი – 518 მგზავრი).
ნოემბრის თვის განრიგით, მესტიის მიმართულებით რეისები ნატახტარიდან და პირიქით, კვირაში ოთხჯერ: ორშაბათს, სამშაბათს, პარასკევსა და კვირას სრულდება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი მესტიის მიმართულებით და პირიქით ფრენები ნოემბერში კვირაში ორჯერ: სამშაბათსა და პარასკევს სრულდება. ნატახტარი-მესტიის ერთი გზის ღირებულება ზრდასრულებისთვის 90 ლარია, 3-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის – 63 ლარი, ხოლო 3 წლამდე ჩვილებისთვის მგზავრობა უფასოა.
რაც შეეხება ქუთაისი-მესტიის მიმართულებით ბილეთის ფასს, ზრდასრულებისთვის ის 50 ლარია, 3-დან 12 წლამდე მოზარდებისთვის 35 ლარი, ხოლო 3 წლამდე ჩვილებისთვის მგზავრობა უფასოა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები