თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორის მოედნის, ივერიის, ყავლაშვილის, ერეკლე მეორეს, ანტონ კათალიკოსის, აბესაძის, ვახტანგ ბერიძის და კოტე აფხაზის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების და ვარკეთილის დასახლების III მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 01:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, შანდორ პეტეფის და ალუბლების ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები