ჯანდაცვის მინისტრი: პენსიონერებს, შშმ პირებს და სოციალურად დაუცველებს მედიკამენტებზე დანახარჯს რეალურად გავუნულებთ

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ საქართველოში მედიკამენტების მთლიანი გაყიდვა ნახევარი მილიარდი ლარია. ამ მედიკამენტების მომხმარებელთა უმეტესობა კი ასაკით პენსიონერია., ვინაიდან ასაკის მატებასთან ერთად წამლებზე მოთხოვნაც იზრდება.

როგორც მინისტრმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა, სამწუხაროდ ამ ეტაპზე ბიუჯეტი მათთვის მედიკამენტების სუბსიდირების საშუალებას არ იძლევა, თუმცა არსებობს მათი ხარჯების განახევრების საშუალება.

„დღეს ასაკით პენსიონრები მედიკამენტებზე საშუალოდ 50-60 ლარს ხარჯავენ. ჩვენ შეგვიძლია მათ ეს ხარჯი გავუნახევროთ, შემდეგ ეტაპზე – შევუმციროთ ორი მესამედით, მერე კი რეალურად – გავუნულოთ“, – აცხადებს სერგეენკო. მისი თქმით ეს შეეხება პენსიონერებს, შშმ პირებს და სოციალურად დაუცველებს და საუბარია ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები