დავით სერგეენკო: ბიუჯეტი სოციალური მიმართულებით 300 მილიონი ლარით გაიზარდა

სოციალური მიმართულებით ბიუჯეტი 300 მილიონი ლარით, ხოლო ჯანდაცვის მიმართულებით 60 მილიონი ლარით გაიზარდა. გაიზარდა ბიუჯეტი დევნილების მიმართულებითაც, 20 მილიონი ლარით, მხოლოდ იმ კომპონენტით, რომელიც მათ უკვე აშენებულ, ან მშენებარე ბინებს შეუძენს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა და იქვე განმარტა, რა შესაძლებლობები დგას ამ ციფრების უკან.

„როგორც ყველაფერს, სოციალურ პროექტებსაც აქვს თავისი რაოდენობრივი და თვისობრივი პარამეტრები. რაოდენობრივი ციფრებში უკვე ავხსენით. ბევრად მნიშვნელოვანია თვისობრივი – როგორია სოციალური პოლიტიკა, როგორია პრიორიტეტები“, – აცხადებს სერგეენკო.

მისი თქმით სექტემბერში ამოქმედდა პროგრამა, რომლის საშუალებითაც პენსიონერებისთვის ძირითადი მედიკამენტების შესაძენი ტვირთი საგრძნობლად შემცირდება. სერგეენკო არ უარყოფს, რომ პენსიის 20 ლარით ზრდა, ცალკე აღებული, შესაძლოა არ იყოს მნიშვნელოვანი შეღავათი მათთვის, თუმცა ამ ორი ფაქტორის ერთდროული ზემოქმედება პენსიონერებს მნიშვნელოვან შვებას მისცემს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები