“ახლა ჩვენ ფეხბურთის დროს გვაქვს?” – რას ფიქრობს გრიგოლ ვაშაძე ქართულ სპორტზე (ვიდეო)

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრის ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომელიც 2017 წლის 9 მარტით არის დათარიღებული.
იმაზე, თუ რას ფიქრობს საპრეზიდენტო კანდიდატი ქართულ ფეხბურთზე, სტუდენტებთან ჯერ კიდევ შარშან საუბრობდა.
“შეიძლება 265 მილიონს ვიხდიდეთ იმაში, რაზეც ესენი ფეხბურთს ეძახიან? ანუ 121-ე ადგილზე ყოფნა ფიფას რეიტინგში, წინ რომ ზიმბამბვეა და უკან სანმარინო, ეს 265 მილიონი ღირს? ამას რად უნდა 265 მილიონი, ამ აუდიტორიაში ვინც ვსხედვართ, გაგვიშვან ჩვენ მწვრთნელად და გავალთ ბოლო ადგილზე გარანტირებულად, 100 ლარად თანახმა ვართ.
და ამ დროს ახლა ჩვენ ფეხბურთის დრო გვაქვს? თუ მაინცდამაინც ფეხბურთში უნდა წავიდეს ეს ფული? თუ მაინცდამაინც უნდა წავიდეს, მაშინ წავიდეს რაგბიში, ძიუდოში და ჭიდაობაში ან ძალოსნობაში, რომელსაც საქართველოს სახელი გააქვს. ეს რა აჩემებაა კაცო, გეგონება ყიფიანი და მურთაზ ხურცილავა თამაშობენ კიდე. ერთხელ ინტერესის გამო წავედი ქუთაისის ტორპედოსა და თბილისის დინამოს შორის მატჩის სანახავად. ამერიკაში ორი საშუალო სკოლის სპორტული გუნდების თამაშზე უფრო მეტი ხალხი იყო, ვიდრე ლოკომოტივის სტადიონზე. ამაში ვიხდით ჩვენ, გადასახადის გადამხდელები”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ სტუდენტებთან შეხვედრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები