გრიგოლ ვაშაძე საპატრიარქოზე და ბიუროკრატიაზე საუბრობს (ვიდეო)

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას სახელმწიფოში, კერძოდ კი საპატრიარქოში არსებულ ბიუროკრატიაზე საუბრობს. ვაშაძესა და სტუდენტების შეხვედრის ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელშია გავრცელებული, რომელიც 2017 წლის 9 მარტით არის დათარიღებული.
“არ შეიძლება, როდესაც კითხულობ, რატომ არ გვაქვს რეგიონალური და ფედერალური რეფერანდუმები, ამაზე გვპასუხობენ, რომ მოსახლეობა მზად არ არის. ეს სიტყვა მეზიზღება, მოქალაქეები ამისთვის მზად არ არიან, ახლა რა იდიოტიზმია, ახლა ეს ლოგიკურია? ადამიანი მზად არ არის, რომ გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ იმისთვის არის მზად, რომ აირჩიოს ის, ვინც გადაწყვეტილებას მიიღებს? ეს ხომ სრული იდიოტიზმია. უბრალოდ ბიუროკრატიას ბევრი ბერკეტის ხელიდან გაშვება არ უნდა. თორემ გაშვებაზე რომ იყოს ლაპარაკი, საქართველოს მოქალაქეები მისცემენ საშუალებას რომ ე.წ. მინდობილობის პაკეტი, პატრიარქის მინდობილობის პაკეტის გაცემის საფუძველზე კომერციული საწარმო განთავსუფლებული იყოს გადასახადებიდან?” – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები