გრიგოლ ვაშაძე: საქართველოში ონკოლოგიურ დაავადებებს ვერ მკურნალობენ (ვიდეო)

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე სტუდენტებთან შეხვედრისას სახელმწიფოში მოქმედი საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა და სამედიცინო სფერო გააკრიტიკა.
“საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა ბავშვთა და დედების სიკვდილიანობით. ჩვენ არ გვაქვს ნორმალური დაზღვევა და საერთოდ არ გვაქვს მედიცინა. ონკოლოგიური ავადმყოფობა რომ ემართება ბავშვს, 6 კლინიკა უნდა მოატარონ, რადგან სხვადასხვა ადგილებზე ატარებენ სხვადასხვა პროცედურებს. ფინალურ ეტაპზე უნდა გაუშვა საზღვარგარეთ. იმიტომ, რომ ბოლომდე არავის არ შეუძლია ამის გაკეთება ქვეყანაში”, – აცხადებდა გრიგოლ ვაშაძე ჯერ კიდევ შარშან საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები