თბილისში იური მეჩითოვის ფოტოგამოფენა გადაიდო

იური მეჩითოვის ფოტოგამოფენა, რომელიც პირველ დეკემბერს გალერეა „ფოტოგრაფიაში“ უნდა გამართულიყო, გადაიდო. ამის შესახებ პირველ არხს გალერეის დირექტორმა, ნინო-ანა სამხარაძემ განუცხადა.
„პირველ დეკემბერს გალერეა „ფოტოგრაფიაში“ უნდა გამართულიყო სერგეი ფარაჯანოვის პორტრეტების გამოფენა. თუმცა, განვითარებული მოვლენების ფონზე, ჩვენი ღონისძიების “ფეისბუქის” გვერდზე ძალიან ბევრმა ადამიანმა საკმაოდ აგრესიული, მუქარის შემცველი კომენტარი გააკეთა ხელოვანის მიმართ.
შესაბამისად, გალერეამ ფოტოგრაფის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადადო ღონისძიება“, – აცხადებს სამხარაძე.
ცნობისთვის, ფოტოგრაფმა იური მე­ჩი­თო­ვმა “ალ ჯაზირას” ინტერვიუ მისცა, რომელსაც საზოგადოებაში კრი­ტი­კუ­ლი გამოხმაურება მოჰყვა. არხზე გადაცემულ დოკუმენტურ ფილმში, ის 9 აპრილის მოვლენებზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ დღეს ხალხი ასფიქსიის გამო დაიღუპა – “არავინ იყო დაჩეხილი, დაჭრილი, არ იყო მკვლელობები”.

წყარო: “პირველი არხი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები