რუსეთის სამხედრო ტექნიკა უკრაინის საზღვარს ტოვებს

რუსეთის ჯარი და სამხედრო ტექნიკა უკრაინის საზღვრებიდან ათი კილომეტრის მოშორებით გავიდა,- ამის შესახებ უკრაინული ტელარხი უკრაინის სასაზღვრო სამსახურის უფროსის თანაშემწის სერგეი ასტახოვზე დაყრდნობით იუწყება.
“ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამხედრო ფორმირებები უკრაინის საზღვრიდან ათ კილომეტრის დაშორებით გადავიდნენ, ხოლო რა ხდება საზღვრის სიღრმეში, ეს შეკითხვა ჩვენ არ გვეხება,“ -განაცხადა ასტახოვმა.
შეგახსენებთ, რომ 19 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის სასაზღვრო ზონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. ქვედანაყოფები, რომლებიც როსტოვის, ბელგორიდისა და ბრიანსკის ოლქებში იმყოფებოდნენ, მუდმივი დისლოკაციის ადგილებს უბრუნდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები