შვეიცარიამ 13 რუსი ჩინოვნიკის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო
ევროკავშირის სანქციების სიას შვეიცარიამ კიდევ 13 რუსი ჩინოვნიკის გვარი დაუმატა, ისინი სამხედროები და პოლიტიკოსები არიან, რომლებიც უკრაინის კრიზისში მონაწილეობდნენ. როგორც შვეიცარიის სახელმწიფო ეკონომიკურ სამდივნოში აცხადებენ, ეს იმიტომ გაკეთდა, რომ ხალხმა, რომელთა წინააღმდეგაც ევროკავშირის სანქციები იქნა შემოღებული, გვერდი ვერ აუაროს სანქციებს შვეიცარიაშიც.
სიაში ფიგურირებს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ვიჩესლავ ვოლოდინი, საჰაერო სადესანტო არმიის ხელმძღვანელი ბლადიმირ შამანოვი და სახელმწიფო დუმის კომიტეტის მდივანი კონსტიტუციურ კანონმდებლობაში ვლადიმერ პლიგინი. შვეიცარია შენგენის შეთანხმების მონაწილე ქვეყანაა. მის ბანკებში უამრავი მდიდარი რუსი ინახავს თანხებს.