ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები სააღსრულებლო წარმოებას გაეცნენ

ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებსა და სააღსრულებო წარმოების პროცედურებს გაეცნენ.
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. სემინარების ფარგლებში, ისინი გაეცნენ საქართველოს სააღსრულებო სისტემას; აღსრულების ორგანოების სტრუქტურას; სამართლებრივ სტატუსებსა და კომპეტენციას; სააღსრულებო წარმოების მონაწილეებსა და მათ სამართლებრივ მდგომარეობას; აღსრულების დაწყების სამართლებრივ საფუძვლებს; აღსრულების ეტაპებს; აღსრულების შედეგებს. გაიმართა დისკუსიები და განიხილეს რეალური შემთხვევები.
მომავალმა იურისტებმა მოისმინეს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების შესახებ, მათ შორის: მოვალეთა რეესტრი, ელექტრონული აღსრულება, ფაქტების კონსტატაცია, გამარტივებული საქმისწარმოება.
პროექტის მიზანია, სტუდენტებში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო სისტემის შესახებ ცნობადობის ამაღლება; სააღსრულებო საქმიანობის შესწავლის ინტერესისა და ინიციატივის დანერგვა.
ცნობისთვის, ტრენინგს სააღსრულებო თემატიკაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები: ეკატერინე ახალკაცი და პაატა შამუგია უძღვებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები