“ბრიტანეთი-საქართველო: ახალი ჰორიზონტი” – ოფიციალურად გამოცხადდა, პროგრამა 2019 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდება

ყოველწლიურ ქართულ-ბრიტანულ მაღალი დონის სამთავრობო შეხვედრაზე სახელწოდებით „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“, დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა, სერ ალან დუნკანმა ​ „ბრიტანეთი-საქართველო: ახალი ჰორიზონტის“ შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. პროგრამა სახელწოდებით ,,ბრიტანეთი-საქართველო: ახალი ჰორიზონტი“ 2019 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდება და მიეძღვნება ბრიტანული კულტურის, განათლების, ბიზნესისა და სპორტის მიღწევების დემონსტრირებას.
ეს იქნება ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებული მდიდარი და ნაყოფიერი ურთიერთობების ერთგვარი დღესასწაული. პროგრამის ,,ბრიტანეთი-საქართველო: ახალი ჰორიზონტი’’ ფარგლებში ჩატარდება ფესტივალები, გამოფენები, მასტერ კლასები, დისკუსიები და ლექციები მუსიკის, კინოსა და საშემსრულებლო ხელოვნების სფეროში. უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ პირველად, საქართველოში მოეწყობა დავით აღმაშენებლის ერთადერთი შემორჩენილი მონეტის გამოფენა, რომელზეც თავად დავით მეფეა გამოსახული. ეს გამოფენა ჩატარდება ბრიტანეთის მუზეუმსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის თანამშრომლობით. გამოფენის თარიღი დაზუსტდება 2019 წელს. ბრიტანული სეზონის კულტურულ მიმართულებას ბრიტანეთის საბჭო უხელმძღვანელებს. “ბრიტანეთი-საქართველო: ახალი ჰორიზონტის” სეზონის ყურადღების ცენტრშია საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქეები 18-დან 35-წლამდე, განსაკუთრებით კი ქალები.
როგორც ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში, ზაზა ფურცელაძე აცხადებს:
„ბრიტანული სეზონის სულისჩამდგმელი იქნება ახალგაზრდობა. ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ახალგაზრდულ ბორდს, რომელიც მათ მისცემს საშუალებას მონაწილეობა მიიღონ პროგრამის აქტივობების დაგეგმვაში. ამით ყოველი აქტივობა მორგებული იქნება მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ნიჭიერ ხელოვანებს შესაძლებლობა მიეცემათ თავიანთი ხელოვნება გააცნონ ახალ აუდიტორიას და დაამყარონ კავშირები კულტურის სფეროში. ეს დაგვეხმარება ვაქციოთ შშმ პირთა ხელოვნება ხელოვნების ერთ-ერთ წამყვან მიმართულებად და შემოქმედებითი სფერო ხელმისაწვდომი გავხადოთ როგორც პროგრამის მიმდინარეობისას, ისე მისი დასრულების შემდეგ”.
ბრიტანეთი-საქართველო: ახალი ჰორიზონტის ოფიციალურ გამოცხადებასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტიც ეხმაურება:
„საქართველოში ბრიტანული სეზონით ჩვენ გვსურს დავეყრდნოთ ჩვენს მჭიდრო და ხანგრძლივ მეგობრობას და სამომავლოდ დავსახოთ თანამშრომლობის ახალი ჰორიზონტი. მოხარული ვარ, რომ პროგრამა საშუალებას გვაძლევს ქართულ საზოგადოებას საუკეთესო პოზიციიდან წარვუდგინოთ ბრიტანული კულტურის, განათლების, ბიზნესის და სპორტის მიღწევები“,- ამბობს მაკკენზი სმიტი.
შენიშვნა რედაქტორებისთვის: დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ ბრიტანეთის საელჩოში: ლიკა შავიშვილს, კომუნიკაციების მენეჯერი, მობ: 595 330 150 ელ-ფოსტა: Lika.Shavishvili@fco.gov.uk ბრიტანეთის საბჭოში: ეკატერინე ფაცაციას, საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი, მობ: 591 229 803; ელ-ფოსტა: ekaterine.patsatsia@ge.britishcouncil.org
​ბრიტანეთის საბჭოს შესახებ: ბრიტანეთის საბჭო დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს წამყვანი საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციაა. მისი საქმიანობის არეალი მოიცავს ხელოვნებისა და კულტურის, ინგლისური ენის სწავლების, განათლებისა და საზოგადოებრივი განვითარების სფეროებს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში. გასულ წელს ბრიტანეთის საბჭოს პირისპირ კავშირი ჰქონდა 65 მილიონზე მეტ ადამიანთან, ხოლო აუდიტორიამ ონლაინ, ტელე და რადიო მაუწყებლობით თუ პუბლიკაციებით 731 მილიონს მიაღწია. ბრიტანეთის საბჭო ცდილობს წვლილი შეიტანოს იმ ქვეყნების განვითარებაში, რომლებთანაც თანამშრომლობენ, რათა სხვადასხვა შესაძლებლობების შეთავაზების, კავშირების დამყარების და ნდობის განმტკიცების გზით ხელი შეუწყონ პოზიტიურ ცვლილებებს ადამიანების ცხოვრებაში. ბრიტანეთის საბჭო შეიქმნა 1934 წელს, როგორც ბრიტანული საქველმოქმედო საჯარო ორგანიზაცია, რომელიც ხელმძღვანელობს სამეფო ქარტიით.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები