“ბავშვებს აგურებზე დადებულ ფიცრებზე სძინავთ” – ოქრუაძეების ოჯახის აუტანელი ყოფა

ოქრუაძეების მრავალშვილიანი ოჯახი ოზურგეთში, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. 7 ადამიანი ერთ პატარა ოთახშია შეყუჟული. შენობა საცხოვრებლად გამოუსადეგარია – სახურავიდან წვიმის დროს წყალი ჩამოდის, კედლები დაბზარულია, ფანჯრები მინის გარეშეა, ზამთარში ოთახის გათბობა კი ფაქტობრივად შეუძლებელია.
“საწოლები ყველას არ ჰყოფნის და უფროს ბავშვებს აგურებზე დადებულ ფიცრებზე სძინავთ. დიახ, ასეთ აუტანელ პირობებში უხდება ცხოვრება ხუთ ბავშვს. ელგუჯა რვა წლისაა, მათე – შვიდის წლის, ანასტასია – 8 წლის, მარიამს 3 წელი ახლახანს შეუსრულდა, ხოლო ნაბოლარა ლილე კი ჯერ მხოლოდ 10 თვისაა. ბავშვები ხშირად შიმშილობენ, მოკლებულნი არიან ხორცსა და რძის პროდუქტებს. ოქრუაძეების მრავალშვილიანი ოჯახი საჭიროებს პროდუქტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, სასკოლო ნივთებსა და საწოლებს.
მოდით, დახმარების ხელი გავუწოდოთ ამ ოჯახს, შევუმსუბუქოთ მათ მძიმე ყოფა. მეგობრებო, თუ გაქვთ საშუალება, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ “ჩერნოვეცკის” ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ოქრუაძეების ოჯახი) ან გადარიცხოთ პირდაპირ ფონდის ვებგვერდიდან “,- აცხადებენ ფონდში.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები