ქვათახევში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვათახევში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დამწვარია 10 ჰა ფართობი.
რთული რელიეფის გამო, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო ცოცხალი ძალა – ადგილზე მუშაობდა 30 მეხანძრე-მაშველი.