თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, სამგორის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პეტრე იბერის ქუჩის მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მცხეთის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ქობულეთის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები