გამოყარეს თუ არა მლოცველები – სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი გავრცელებულ ხმებს პასუხობს

ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ბერა ივანიშვილმა დღეს მცხეთაში ჯვარი დაიწერა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ამ ჯვრისწერის გამო სვეტიცხოველი დაიკეტა.
გავრცელებულ ხმებს საკათედრო ტაძრის ფეისბუქგვერდზე უპასუხეს და აღნიშნეს, რომ ინფორმაცია მცდარია:
„11 ნოემბერს სვეტიცხოველის ტაძარში ჯვარი დაიწერეს თეოდორე (ბერა) ივანიშვილმა და ნანა გუდავაძემ. სამწუხაროდ, შემდეგ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს სვეტიცხოველიდან ამის გამო გამოყარეს მლოცველები.
ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ეს ნათქვამი არ შეეფერება სინამდვილეს.
სვეტიცხოველის საძმო”, – ნათქვამია სვეტიცხოვლის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები