ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი გრძელდება – ვიდეოკადრები ხანძრის ეპიცენტრიდან

ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200 მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება. ადგილზე შექმნილია საგანგებო შტაბი. იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი.
წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰა ფართობი. დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ხანძრის ეპიცენტრიდან პირველ ვიდეოკადრებსაც ავრცელებს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები