კახა კალაძე პატრიარქის ინიციატივაზე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საინტერესო პროექტი განხორციელდეს ამ მიმართულებით

“საინტერესო ინიციატივაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საინტერესო პროექტი განხორციელდეს ამ მიმართულებით”, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივას.
“მოვისმინე ჩვენი უწმინდესის განცხადება. ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს უწმინდესის სიტყვები. საკმაოდ საინტერესო ინიციატივაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საინტერესო პროექტი განხორციელდეს ქალაქისა და თბილისელებისთვის ამ მიმართულებით”, – განაცხადა კახა კალაძემ.
“სანაპირო მორწყული იყო მოწამეების სისხლით და მანდ უნდა იყოს ხეივანი ან მოწამეების სახელზე აშენებული ტაძარი”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
ილია მეორემ იმედი გამოთქვა, რომ დედაქალაქის მერი კახა კალაძე აღნიშნულ საკითხზე იფიქრებს.
„მომავალ სამშაბათს არის 100 000 მოწამის დღესასწაული. მეტეხის ხიდზე 17:00 საათზე საზეიმო პარაკლისი შესრულდება და შევთხოვთ წმინდა მოწამეებს, რომ მშვიდობა გადმოგვივლინოს ღმერთმა. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ილოცოთ საქართველოს მშვიდობისთვის.
ჩვენ გვყავს ენერგიული, ახალგაზრდა მერი. სანაპირო მორწყული იყო მოწამეების სისხლით და მანდ უნდა იყოს ხეივანი ან მოწამეების სახელზე აშენებული ტაძარი. იმედია, ჩვენი მერი იფიქრებს ამაზე. წმინდა 100 000 მოწამის მადლი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს“,- აღნიშნა ილია მეორემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები