ილია მეორე: მეტეხის ხიდთან უნდა იყოს ხეივანი ან მოწამეების სახელზე აშენებული ტაძარი

“სანაპირო მორწყული იყო მოწამეების სისხლით და მანდ უნდა იყოს ხეივანი ან მოწამეების სახელზე აშენებული ტაძარი”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
ილია მეორემ იმედი გამოთქვა, რომ დედაქალაქის მერი კახა კალაძე აღნიშნულ საკითხზე იფიქრებს.
„მომავალ სამშაბათს არის 100 000 მოწამის დღესასწაული. მეტეხის ხიდზე 17:00 საათზე საზეიმო პარაკლისი შესრულდება და შევთხოვთ წმინდა მოწამეებს, რომ მშვიდობა გადმოგვივლინოს ღმერთმა. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ილოცოთ საქართველოს მშვიდობისთვის.
ჩვენ გვყავს ენერგიული, ახალგაზრდა მერი. სანაპირო მორწყული იყო მოწამეების სისხლით და მანდ უნდა იყოს ხეივანი ან მოწამეების სახელზე აშენებული ტაძარი. იმედია, ჩვენი მერი იფიქრებს ამაზე. წმინდა 100 000 მოწამის მადლი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს“,-აღნიშნა ილია მეორემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები