აეროდრომის ორ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება

თბილისის საკრებულოს მესამე მასივის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი დოხტურიშვილის შუამდგომლობით, რაიონის გამგეობა აეროდრომის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დაიწყებს. როგორც “კვირას” თბილისის საკრებულოდან აცნობეს, პროექტის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობას საკრებულოს მესამე მასივის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი დოხტურიშვილმა, პარლამენტარმა ირაკლი აბუსერიძემ და სამგორის რაიონის გამგებელმა, კახაბერ გულედანმა მიაწოდეს.
როგორც გიორგი დოხტურიშვილმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, აეროდრომის VI და IV ქუჩებზე ასფალტის საფარი მოეწყობა, 176-ე სკოლის ტერიტორიაზე კი ბავშვთა გასართობი და ახალი სპორტული მოედნები გაკეთდება.
„აღნიშნულ მისამართებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 1970 წლიდან დღემდე, გადაუჭრელი პრობლემა იყო. წინასაარჩევნო დაპირებისამებრ, ჩვენ ვიწყებთ სამუშაოებს, რომელიც აღნიშნული ტერიტორიის მასშტაბურ განახლებას ითვალისწინებს“, – განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2019 წლის თებერვლიდან დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები