არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტთან კარვების ნაწილი აიღეს, ნაწილი კი აქციის მონაწილეებს გადასცეს

ამ დროისათვის პარლამენტის შენობის წინ, 16 კარავია განთავსებული. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კარვების ნაწილი საკუთარი ნებით აიღეს, ნაწილი კი – სამი კარავი – ზაზა სარალიძეს დაუტოვეს. პარლამენტის წინ 10-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის კარავი იდგა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების აქციამ მიზანს მიაღწია.
„ჩვენი აქციის მიზანი იყო, რომ ბატონ სარალიძესა და ბატონ მაჩალიკაშვილს ჰქონოდათ უფლება, რუსთაველის გამზირზე განეთავსებინათ კარავი, რომელ უფლებასაც ხელისუფლება უზღუდავდა. ამიტომ ჩვენი აქცია, მათ შორის, ჩვენ მიერ კარვების გაშლა, იყო სწორედ სოლიდარობის აქცია მათდამი, ხოლო სახელმწიფოსთვის კიდევ ერთხელ შეხსენება, თუ რა მნიშვნელობა აქვს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას, მისი ფორმის შერჩევა და გადაწყვეტა კი სწორედ აქციის მონაწილეთა კომპეტენციაა. ვფიქრობთ, რომ ჩვენმა აქციამ საკუთარ მიზანს მაინც მიაღწია, მიუხედავად შემხვედრი წინააღმდეგობისა”,-განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ზაზა სარალიძესთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან და მათ მხარდამჭერებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები