სოფელ ზეკარის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე მიმდინარეობს

ბაღდათი – სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე მიმდინარეობს.

ცეცხლი შერეული ტყის ქვედა საფარს უკიდია. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰა ფართობი.

რთული რელიეფის გამო ადგილზე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მისვლა გართულებულია, რის გამოც ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ცოცხალი ძალა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ხვალ, დილიდან მოახდენს მეხანძრე-მაშველების  დამატებითი ჯგუფების მობილიზებას.

ადგილზე რჩება 55 მეხანძრე-მაშველი და იმერეთის რეგიონის სატყეო სამსახურის 20-ზე მეტი თანამშრომელი.

მობილიზებულია ყველა სამსახური, რათა დროულად მოხდეს ხანძრის ლოკალიზება.

დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო 187-ე მუხლის, მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები