რუსთაველის გამზირზე მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა

რუსთაველის გამზირზე მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციის თანამშრომლები აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევენ.
აქციის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. აქციაზე მყოფი ერთ-ერთი წევრი ცუდად გახდა.
აქცია სახელწოდებით „კარვებით ვიცავ თავისუფლებას“ რუსთაველის გამზირზე გუშინ დააანონსეს.
საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის საშუალებას არ მისცემენ, რადგან კარავში შესაძლოა, „კანონსაწინააღმდეგო ნივთი შეიტანონ“.
აქციაზე მყოფი ზაზა სარალიძის დედა და რამდენიმე პირი ცუდად გახდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
აქცია სახელწოდებით „კარვებით ვიცავ თავისუფლებას“ რუსთაველის გამზირზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების მონაწილეობით დაიგეგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები