“გააგონე ჰიმნი ქართველ მორაგბეებს”

დღეს ქართული რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია იტალიასა და საქართველოს შორის. გულშემატკივრებს საშუალება აქვთ, მატჩს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე ერთად უყურონ.
სწორედ ამ მიზნით, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, რაგბის გულშემატკივრები არიან შეკრებილი, სადაც მატჩისწინა ჰიმნი საქართველოდან შესრულდა. ეროვნული ჰიმნი ფლორენციაში, „არტემიო ფრანკის“ სახელობის სტადიონზე პირდაპირ პირველი რესპუბლიკის მოედნიდან აჟღერდა. რესპუბლიკის მოედანზე ეროვნული ჰიმნი ანსამბლ „შვიდკაცასთან“ და „ჰერიოსთან“ ერთად, გულშემატკივრებმა შეასრულეს.
პირველი რესპუბლიკის მოედანზე რაგბის გულშემატკივრებთან ერთად, იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახი კალაძე და პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები