ბაღდათში, სოფელ ზეკარის ტერიტორიაზე, ტყის ქვედა საფარი იწვის

ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე, შერეული ტყის ქვედა საფარი იწვის. საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰა ფართობი.
რთული რელიეფის გამო, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მისვლა გართულებულია, რის გამოც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ხანძრის ეპიცენტრში ცოცხალი ძალის მობილიზება მოახდინა. ადგილზე მუშაობს 55 მეხანძრე-მაშველი. საჭიროების შემთხვევაში, ცოცხალი ძალის რაოდენობა გაიზრდება.
ადგილზე იმყოფებიან იმერეთის რეგიონის სატყეო სამსახურის თანამშრომლები. მობილიზებულია ყველა სამსახური, რათა დროულად მოხდეს ხანძრის ლოკალიზება.
დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები