საბიუჯეტო ორგანიზაციების საშეშე მერქნული რესურსით მომარაგების პროცესი ვადაზე ადრე დასრულდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, საბიუჯეტო ორგანიზაციების საშეშე მერქნული რესურსით მომარაგების პროცესი ვადაზე ადრე დასრულდა. სააგენტოს ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მერქნული რესურსით დაახლოებით 1100 საბიუჯეტო ორგანიზაცია – თავდაცვის და შსს სამინისტროების ქვედანაყოფები, საჯარო სკოლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვედანაყოფები, საბავშვო ბაღები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და მათი სსიპ და ააიპ ორგანიზაციები მომარაგდა.
ჯამში, ზემოთ ჩამოთვლილ ორგანიზაციებში შეტანილია 48500 კბ.მ საშეშე მერქნული რესურსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები