პრეზიდენტი და პირველი ლედი პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრებიან

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.
თარიღის აღსანიშნავად, საფრანგეთის დედაქალაქი მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებს, ადგილობრივი და ეროვნული არჩევითი ორგანოების წევრებს, რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლებს.
როგორც “კვირას” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი პარიზში ტრიუმფალურ თაღთან გამართულ ღონისძიებას დაესწრებიან, სადაც საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს.
პარიზში, პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი მშვიდობის ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მსოფლიო ლიდერები აშშ-ს პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, კანადის პრემიერ-მინისტრი, ბელგიის პრემიერი, ავსტრიის პრეზიდენტი, სლოვაკეთის, სლოვენიის, ლატვიის, მაკედონიის, უკრაინის პრეზიდენტები ხუთი ძირითადი თემატიკის გარშემო იმსჯელებენ: მშვიდობა და უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, განვითარება, ციფრული და ახალი ტექნოლოგიები და ინკლუზიური ეკონომიკა.
გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელიც მრავალმხრივ საერთაშორისო ურთიერთობებს მიეძღვნება.
გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ორსეს მუზეუმში საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და ბრიჯიტ მაკრონის სახელით, პარიზის მშვიდობის ფორუმში მონაწილე დელეგაციათა ხელმძღვანელებისა და მათი მეუღლეების პატივსაცემად გამართულ  ვახშამს დაესწრებიან, მოგვიანებით კი საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ვერსალის სასახლეში, ბრიჯიტ მაკრონის სახელით  დაგეგმილ სადილს დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები