“თი-ბი-სი” ბანკმა Global Finance-ის ორი ჯილდო მიიღო

საერთაშორისოდ აღიარებულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance “თი-ბი-სი” ბანკი 2018 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა რეგიონში, სოციალური მედიის მარკეტინგისა და სერვისების მიმართულებით. გარდა ამისა, ავტორიტეტულმა გამოცემამ “თი-ბი-სი” ბანკის ვებგვერდი 2018 წლის საუკეთესო ინტეგრირებულ სამომხმარებლო ვებგვერდად აღიარა.
დაჯილდოების ცერემონია ლონდონში გაიმართა და მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, 300-ზე მეტი ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენელი ესწრებოდა.
გამარჯვებულები ჟიურის წევრებმა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით შეარჩიეს: ონლაინმომხმარებლების მოზიდვისა და მათთვის ეფექტური მომსახურების გაწევის სტრატეგია, ციფრული სერვისებისა და პროდუქტების მომხმარებლების მოზიდვა, შეთავაზებული პროდუქტების მრავალფეროვნება, ვებ-გვერდის დიზაინი, ფუნქციონალი და სხვა.
Global Finance 1987 წელს დაარსდა და მას მსოფლიოს მასშტაბით 190 ქვეყანაში კითხულობენ. ჟურნალი მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს, სხვადასხვა ნომინაციაში, უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს.
წლების განმავლობაში, “თი-ბი-სი” ბანკს Global Finance-გან, სხვადასხვა კატეგორიაში
არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები