უკრაინის სამთავრობო დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უკრაინის სამთავრობო დელეგაცია ესტუმრა. ვიზიტის მიზანი სააგენტოს საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების გაცნობა იყო.
დელეგაციას უკრაინის სახელმწიფო მდივნის ხელმძღვანელობით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ივანე ცარციძე და იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსი ვახტანგ ბოხაშვილი შეხვდნენ. მათ სტუმრებს დეტალურად გააცნეს საჯარო რეესტრის ელექტრონული სერვისები, გამარტივებული სარეგისტრაციო პროცედურები და ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურება.
საუბარი შეეხო ასევე ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ იმ რეფორმებს, რომლითაც საქართველო ბოლო წლებია მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს ბიზნესის წარმოების საერთაშორისო რეიტინგში(Doing Business Ranking)”,- აცხადებენ საჯარო რეესტრში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები