სემეკის გადაწყვეტილებით, „თელასს“ აბონენტისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა

სს „თელასს“ ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ვადის დარღვევის გამო, აბონენტისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) საჯარო სხდომაზე შპს ,,გრანდვან ქონსთრაქშენსა“ და სს „თელასს“ შორის არსებული დავა განიხილა, რომელიც გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებას ეხებოდა.
“შპს ,,გრანდვან ქონსთრაქშენმა“ სს „თელასს“ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესახებ განაცხადით, მიმდინარე წლის 27 მარტს მიმართა და სრულად გადაიხადა მიერთების საფასური. კომპანიამ მიიღო განაცხადი და იკისრა მასში მოცემული მოთხოვნების შესრულების ვალდებულება. თუმცა, სს „თელასის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ორჯერ დაფიქსირდა.
“იქიდან გამომდინარე, რომ სს „თელასის“ მიერ ორჯერ დაირღვა მიერთების ვადა, სემეკის გადაწყვეტილებით, მიერთების საფასური განულდა და სს „თელასს“ დაევალა , შპს „გრანდვან ქონსთრაქშენს“ უკან დაუბრუნოს მიერთების საფასურის ნახევარი – 6000 ლარი, ხოლო მეორე ნახევარი (6000 ლარი) გადაუხადოს კომპენსაციის სახით და განათავსოს მის სააბონენტო ბარათზე, შემდგომი ანგარიშსწორებისთვის.
ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სტანდარტები განსაზღვრულია სემეკის მიერ დადგენილი „მომსახურების კომერციული ხარისხის წესებით“. სტანდარტების შესრულება გამანაწილებელი კომპანიისათვის სავალდებულოა”,- აცხადებენ სემეკში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები