კალაძე სარალიძე-მაჩალიკაშვილზე: მათ განვუმარტეთ, რომ შეუძლებელი იქნება ამ კონკრეტული ადგილის გამოყენება, რადგან მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის ემზადება

ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს განვუმარტეთ, რომ შეუძლებელი იქნება ამ კონკრეტული ადგილის გამოყენება, რადგან დედაქალაქის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის ემზადება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.
კალაძის განცხადებით, სარალიძეს და მაჩალიკაშვილს აქვთ შესაძლებლობა ნახონ ქალაქში სხვა ადგილი, სადაც არა იქნება საახალწლო ღონისძიებები.
„დედაქალაქის მერიას დაწყებული აქვს მზადება საახალწლო ღონისძიებებისთვის. პარლამენტის წინ არსებული ტერიტორია არის ცენტრალური ადგილი, სადაც იდგმება მთავარი საახალწლო ნაძვის ხე, ეს მე არ მომიფიქრებია და ეს არის ტრადიცია, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება. მათ კანონის შესაბამისად მომართეს მერიას და ჰქონდათ სურვილი, რომ დეკემბრის ბოლომდე გაეგრძელებინათ თავიანთი აქცია თუ თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა. ჩვენც კანონის თანახმად, მათ განვუმარტეთ, რომ შეუძლებელი იქნება ამ კონკრეტული ადგილის გამოყენება, რადგან დედაქალაქის მერია ემზადება საახალწლო ღონისძიებებისთვის და მათ აქვთ შესაძლებლობა ქალაქში სხვა ადგილი ნახონ, სადაც არა იქნება საახალწლო ღონისძიებები, რომ ხელის შეშლა არ მოხდეს ერთმანეთისთვის. მათ მიეცემათ ამის უფლება, არანაირი პრობლემა არ არსებობს”, – განაცხადა კახა კალაძემ.
პარლამენტთან აქციებს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი 10 სექტემბრიდან მართავენ.
ზაზა სარალიძის განცხადებით, თბილისის მერიისგან მიიღეს წერილი, რომ უნდა შეცვალონ ლოკაციის ადგილი, რადგან პარლამენტის წინ ნაძვის ხის დადგმას აპირებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები