თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში გაზის მილი აფეთქდა

თბილისში, ვაზისუბნის პირველ მიკრო რაიონში საცხოვრებელ კორპუსში გაზის მილი აფეთქდა. რის შედეგადაც მამაკაცი დაშავდა.
შემთხვევა დღეს დილით, გამთენიისას მოხდა.
შემთხვევის დროს, სახლში მამაკაცი იმყოფებოდა, რომელმაც ხანძრის გაჩენის შემდეგ, სახლიდან გამოსვლა მოახერხა. მომხდარის გამო, დაზიანდა სხვა სახლებიც.
ადგილზე მისულ სასწარაფო სამედიცინო ექმიმთა ბრიგადამ დაშავებული დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
რა გახდა აფეთქების მიზეზი გამოძიება დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები