დიმიტრი ცქიტიშვილი: სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის შემწეობის გაზრდა არჩევნებს არ უკავშირდება

“სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვებისთვის შემწეობის გაზრდის საკითხს გაზაფხულიდან განვიხილავთ და ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალურად საარჩევნოდ არ გავრცელებულა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სოციალურ პროექტებზე მთავრობა დიდი ხანია რაც მუშაობს.
„სოციალური პროექტი, თუნდაც არასრულწლოვანთათვის შემწეობის გაზრდის საკითხი, განიხილებოდა გაზაფხულიდან და გახმოვანდა ახლა. უბრალოდ, ვიღაცას ახლა მოხვდა ყურში, თორემ ეს საკითხი განიხილებოდა და მზადდებოდა. სპეციალურად საარჩევნოდ არ არის გაცხადებული”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ასაკის ბავშვების დახმარება ხუთჯერ გაიზრდება და ბავშვიანი ოჯახები ამჟამად არსებული 10-ლარიანი დახმარების ნაცვლად 50-ლარიან დახმარებას მიიღებენ. აღნიშნული ინიციატივა 140 000-მდე ბავშვს შეეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები